ორშაბათი, 2 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ შუალედურ არჩევნებში „დემოკრატები“ გაიმარჯვებენ, შესაძლოა, „მისტერ ვეტო“ გახდეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით , შესაძლოა „მისტერ ვეტოდ“ გადაქცევა მოუწიოს, თუ სამშაბათს დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში

დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ შუალედურ არჩევნებში „დემოკრატები“ გაიმარჯვებენ, შესაძლოა, „მისტერ ვეტო“ გახდეს
ფოტო: ინტერპრესნიუსი

02.11.2026 / 10:21

დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ შუალედურ არჩევნებში „დემოკრატები“ გაიმარჯვებენ, შესაძლოა, „მისტერ ვეტო“ გახდეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შესაძლოა „მისტერ ვეტოდ“ გადაქცევა მოუწიოს, თუ სამშაბათს დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში „დემოკრატები“ უმრავლესობას მოიპოვებენ.

„ისინი კანონპროექტებს გამოაგზავნიან, შენ კი ვეტოს დაადებ. საბოლოო ჯამში, მას შემდეგ, რაც ერთი-ორი თვის განმავლობაში ყველაფერს ვეტო დაედება - რაც, მოგეხსენებათ, უბრალოდ დროის ფუჭი კარგვაა - ისინი მოვლენ და შეთანხმებას დადებენ“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის პოსტზე „სიამოვნებით იყრიდა კვლავ კენჭს, ამის შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, თუმცა [კონსტიტუციის] ფორმულირება ძალიან მკაცრია“.

ცნობისთვის, აშშ-ის კონსტიტუციის 22-ე შესწორების თანახმად, პრეზიდენტს ორზე მეტი ვადით არჩევის უფლება არ აქვს.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 02.11.2026, 10:21. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ