მელანია ტრამპი - ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დასრულდა - ვიმედოვნებ, ოლეშკი ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი მშვიდობის საფუძველს შექმნის
აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის განცხდებით, უკრინის ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დასრულდა. “ამერიკის სახელით, მადლობას
02.11.2026 / 07:29
მელანია ტრამპი - ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დასრულდა - ვიმედოვნებ, ოლეშკი ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი მშვიდობის საფუძველს შექმნის
აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის განცხდებით, უკრინის ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დასრულდა.
“ამერიკის სახელით, მადლობას ვუხდი რუსეთსა და უკრაინას გამოჩენილი ლიდერობისა და თანამშრომლობისთვის ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დამყარებასთან დაკავშირებით”, - აცხადებს მელანია ტრამპი.
მისი ინფორმაციით, მისია წარმატებული აღმოჩნდა: რეგიონს მიეწოდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება და განხორციელდა 800-მდე ადამიანის ევაკუაცია. “იმედი მაქვს, ოლეშკი ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი მშვიდობის საფუძველს შექმნის”, - აცხადებს მელანია ტრამპი.
მანამდე, უკრაინის ომბუდსმენმა, დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რომელიც ხერსონის ოლქში მოქმედებდა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის ჩატარების მიზნით, დასრულდა და ამჟამად განიხილება ასეთი ჰუმანიტარული ღონისძიებების გაგრძელების შესაძლებლობა. შეგახსენებთ, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 27 ოქტომბერს დაიწყო.

