ორშაბათი, 2 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს

ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს
ფოტო: პრაიმტაიმი

ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედა მორიგ მიმართვას ავრცელებს.

"დეე, ალექს, ნეტა იცოდე, რა ქარიშხალია ჩემში და რა ძალისხმევა იხარჯება ამ ყოველივეს გადასაფარად, ჩემო უკიდეგანო მონატრება... ჩემო, ჩემო და მხოლოდ ჩემო ალექსანდე. სულის კივილი რომ ისმოდეს სამყაროს, დავაყრუებდი, დეეე...!!!" - წერს ნათია დიაკვნიშვილი.

ცნობისთვის, ალექსანდრე მიქელაძე 2025 წლის 6 იანვარს, ღამით, 22:00 საათიდან გაუჩინარდა.

არსებული ინფორმაციით, ალექსანდრეს პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე იპოვეს.

Პ
წყარო პრაიმტაიმი · primetime.ge გამოქვეყნდა 02.11.2026, 00:59. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ