„შვილი არა, შვილები დავკარგე... შვილი და მისი საცოლე. დღეს ერთად არიან დაკრძალულები...“ - ამირან გამყრელიძე უმძიმეს ტრაგედიაზე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ყოფილი გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე წლების წინ, მის ოჯახში დატრიალებულ უმძიმეს ტრაგედიას იხსენებს.
„შვილი არა, შვილები დავკარგე, სამწუხაროდ... ორნი... შვილი და მისი საცოლე. დღეს ერთად არიან დაკრძალულები... 1995 წელს მოხდა. 20 წლისები იყვნენ და ქორწინდებოდნენ, ერთად სწავლობდნენ. პატარა სახლი გვქონდა, აგარაკი, კახეთის გზაზე და იმ დროს, იძარცვებოდა ხოლმე სახლები.
ჩემი შვილი იქ შესამოწმებლად დადიოდა. იქიდან, უკანა გზაზე მოხდა ეს ტრაგედია. სატვირთო მანქანას წინა საბურავი გაუსკდა და ამათ დაეჯახა.
სამწუხარო ძალიან, დიდი ტრაგედია იყო. ამიტომ ამაზე არ ვსაუბრობ“, - გაიხსენა ამირან გამყრელიძემ, „პალიტრანიუსის“ ეთერში.
SAY.GE · დავკარგე (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე
წყარო
პრაიმტაიმი · primetime.ge
გამოქვეყნდა 01.11.2026, 23:55. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია
ასევე წაიკითხეთ
320×100სარეკლამო ადგილი · მობაილის ლენტა


