კვირა, 1 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი “სანქციების” სამიზნე როსტოვის ოლქი გახდა, დაზიანებული საჰაერო თავდაცვის საშუალებების ღირებულება დაახლოებით 70 მილიონი დოლარია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით , უკრაინის თავდაცვის ძალებმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პანცირ-S2“-ს და

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი “სანქციების” სამიზნე როსტოვის ოლქი გახდა, დაზიანებული საჰაერო თავდაცვის საშუალებების ღირებულება დაახლოებით 70 მილიონი დოლარია
ფოტო: ინტერპრესნიუსი

01.11.2026 / 16:27

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პანცირ-S2“-ს და „S-400 ტრიუმფის“ სამეთაურო-საშტაბო მანქანას დაარტყა, რომლის საერთო ღირებულება დაახლოებით 70 მილიონ დოლარს შეადგენს.

“ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი “სანქციების” სამიზნე როსტოვის ოლქი გახდა. დარტყმა განხორციელდა „კამენსკის კომბინატზე“ - რუსეთის თავდაცვის მრეწველობის საწარმოზე, რომელიც რაკეტების წარმოებაშია ჩართული. დარტყმა ასევე განხორციელდა „პანცირ-S2“-ის სისტემასა და „S-400 ტრიუმფის“ სისტემის სამეთაურო-საშტაბო მანქანაზე. დაზიანებული საჰაერო თავდაცვის საშუალებების საერთო ღირებულება დაახლოებით 70 მილიონი დოლარია”, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მან მადლობა გადაუხადა მადლობას ვუხდი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფების მებრძოლებს.

“სამართლიანად ვიცავთ თავს რუსეთის აგრესიისგან და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ შევამციროთ რუსეთის შესაძლებლობა, ეს აგრესია გააგრძელოს”, - აცხადებს ზელენსკი.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 01.11.2026, 16:27. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი “სანქციების” სამიზნე როსტოვის ოლქი გახდა, დაზიანებული საჰაერო თავდაცვის საშუალებების ღირებულება დაახლოებით 70 მილიონი დოლარიაპალიტრანიუსი · 00:00 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ