კვირა, 1 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ირაკლი კირცხალია - საქართველო აგენტურის გარეშე, ერთხელ და საბოლოოდ

გვჯერა, რომ თუ ეს პროცესი [საკონსტუტუციო სარჩელი] ჩვენი გამარჯვებით დასრულდა, ეს პირდაპირ პროპორციულად ნიშნავს საქართველოს გამარჯვებას. კიდევ ერთხელ, საქართველო

ირაკლი კირცხალია - საქართველო აგენტურის გარეშე, ერთხელ და საბოლოოდ
ფოტო: ფრონტნიუსი

გვჯერა, რომ თუ ეს პროცესი [საკონსტუტუციო სარჩელი] ჩვენი გამარჯვებით დასრულდა, ეს პირდაპირ პროპორციულად ნიშნავს საქართველოს გამარჯვებას. კიდევ ერთხელ, საქართველო აგენტურის გარეშე, ერთხელ და საბოლოოდ, - ამის შესახებ გადაცემაში "ღია ეთერი" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.მისივე თქმით, შიდა და გარე გამოწვევების გარეშე საქართველოში დღეს ბევრად უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა იქნებოდა."იმ ციფრების გათვალისწინებით, რაც დღეს გვაქვს, წარმოიდგინეთ, სად შეიძლება ვყოფილიყავით იმ გარემოში, როცა ქვეყნის შიგნით აგენტურა არ გიზის და როცა ქვეყნის გარედან ორკესტრირებულად თავს არ გესხმიან. ეს არის ორ ფრონტზე ბრძოლა, რასაც ჰქვია შიდა რეალური გამოწვევები და გარე გამოწვევები, რომელიც არის გამომდინარე იქიდან, რომ შენ ცალ ფეხზე, დაჩოქილი გახდე პროქსი სახელმწიფო. ჩვენ გვჯერა, რომ თუ ეს პროცესი [საკონსტუტუციო სარჩელი] ჩვენი გამარჯვებით დასრულდა, ეს პირდაპირ პროპორციულად ნიშნავს საქართველოს გამარჯვებას. კიდევ ერთხელ, საქართველო აგენტურის გარეშე ერთხელ და საბოლოოდ", - განაცხადა კირცხალიამ.

Ფ
წყარო ფრონტნიუსი · frontnews.ge ავტორი: Frontnews · გამოქვეყნდა 31.10.2026, 23:31. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ