შაბათი, 31 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

6 ჩვევა, რომლებიც ქალის ორგანიზმს ნაადრევად აბერებს - რას უნდა მოერიდოთ, რომ ახალგაზრდობა შეინარჩუნოთ

ასაკს ხშირად სახის კანის მდგომარეობით, ნაოჭებითა და გარეგნული ცვლილებებით ვაფასებთ. თუმცა ქალის ორგანიზმში ასაკთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პროცესები გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ მენოპაუზის დაწყებამდე ვითარდება. ეს ცვლილებები განსაკუთრებით რეპროდუქციულ სისტემას ეხება და შესაძლოა გავლენა იქონიოს…

6 ჩვევა, რომლებიც ქალის ორგანიზმს ნაადრევად აბერებს - რას უნდა მოერიდოთ, რომ ახალგაზრდობა შეინარჩუნოთ
ფოტო: ამბები

ასაკს ხშირად სახის კანის მდგომარეობით, ნაოჭებითა და გარეგნული ცვლილებებით ვაფასებთ. თუმცა ქალის ორგანიზმში ასაკთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პროცესები გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ მენოპაუზის დაწყებამდე ვითარდება. ეს ცვლილებები განსაკუთრებით რეპროდუქციულ სისტემას ეხება და შესაძლოა გავლენა იქონიოს როგორც ნაყოფიერებაზე, ისე სექსუალურ ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე.

ქალი შეიძლება შესანიშნავად გამოიყურებოდეს, ვარჯიშობდეს და არც კი ფიქრობდეს იმაზე, რა ხდება მის საკვერცხეებში, საშვილოსნოსა და მცირე მენჯის ქსოვილებში. არადა, ამ ორგანოების მდგომარეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქალის ჯანმრთელობის, ენერგიის, რეპროდუქციული შესაძლებლობებისა და სექსუალური აქტივობის შენარჩუნებაში.

არსებობს ფაქტორები, რომლებიც რეპროდუქციული სისტემის ასაკობრივ ცვლილებებს აჩქარებს. მათგან რამდენიმეზე გავლენის მოხდენა ყოველდღიური ჩვევების შეცვლითაც შესაძლებელია.

  • როგორ ბერდება ქალის ორგანიზმი

რეპროდუქციული სისტემის დაბერება მენოპაუზამდე დიდი ხნით ადრე იწყება და თანდათან მიმდინარეობს.

ასაკთან ერთად მცირდება საკვერცხეების რეზერვი - ფოლიკულების მარაგი, იცვლება ჰორმონული ფონი, საშვილოსნოსა და ენდომეტრიუმის, სისხლძარღვების, კუნთებისა და მცირე მენჯის შემაერთებელი ქსოვილების მდგომარეობა.

სასქესო ჰორმონების დონის თანდათანობითი შემცირება სხვა ქსოვილებზეც აისახება. საშოს ლორწოვანი გარსი შეიძლება გათხელდეს და გამოშრეს, შემცირდეს მისი ელასტიკურობა, შეიცვალოს სისხლით მომარაგება და მიკრობიოტა. სწორედ ამ ცვლილებებს შეიძლება უკავშირდებოდეს სიმშრალე და დისკომფორტი სქესობრივი კავშირის დროს.

იცვლება მენჯის ფსკერის კუნთების მდგომარეობაც, რომელთა ნორმალურ ფუნქციონირებაზე დამოკიდებულია შინაგანი ორგანოების საყრდენი სისტემა, შარდვის პროცესი და სექსუალური შეგრძნებები.

მიუხედავად იმისა, რომ საკვერცხეებში ფოლიკულების მარაგი შეზღუდულია, ქალის ორგანიზმის დაბერებასთან დაკავშირებული მრავალი სხვა პროცესის შენელება შესაძლებელია.

  • რომელი ექვსი ფაქტორი მოქმედებს უარყოფითად რეპროდუქციული სისტემის ჯანმრთელობაზე?

1. მოწევა

თამბაქოს კვამლი აძლიერებს ოქსიდაციურ სტრესს — ორგანიზმში იმ აქტიური მოლეკულების ზემოქმედებას, რომლებსაც უჯრედების დაზიანება შეუძლიათ.

ამ დროს ზიანდება არა მხოლოდ ფილტვები, არამედ სისხლძარღვები და სხვადასხვა ქსოვილის უჯრედები, მათ შორის საკვერცხეებშიც.

ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტისა და ბრაუნის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა 38-50 წლის ქალებში ჩატარებული კვლევისას დაადგინეს, რომ მწეველ ქალებში ანტიმიულერის ჰორმონის (AMH) დონე საკონტროლო ჯგუფთან შედარებით 44%-ით დაბალი იყო.

ანტიმიულერის ჰორმონი საკვერცხეების რეზერვის შესაფასებლად გამოიყენება.

კვლევის ავტორებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ მოწევამ შესაძლოა უშუალოდ დააჩქაროს საკვერცხეებში ფოლიკულების მარაგის შემცირება.

1456x971_1_565552aa45ebde887e31ca9d7a9d25c64395x2930_0xzyeguvee_6119084426147793938_1793426963jpg-74356.webp

2. ძილის ქრონიკული ნაკლებობა

„ხუთსაათიანი ძილიც მყოფნის“ — ასეთი ფრაზის მოსმენა დაკავებული ადამიანებისგან ხშირად შეიძლება. თუმცა ძილისა და დასვენების სუბიექტური შეგრძნება ყოველთვის არ ემთხვევა ორგანიზმის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს. განაგრძეთ კითხვა

Ა
წყარო ამბები · ambebi.ge ავტორი: AMBEBI.GE · გამოქვეყნდა 31.10.2026, 20:36. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ