შაბათი, 31 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

368-მეტრიანი ახალი გვირაბი, ხიდები და 15.9-კილომეტრიანი გზა - როდის გაიხსნება აბასთუმნის შემოვლითი გზა

აბასთუმნის 15.9-კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და მისი გახსნა 2027 წლის შემოდგომაზე იგეგმება. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სამშენებლო სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა. ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს. მინისტრის…

368-მეტრიანი ახალი გვირაბი, ხიდები და 15.9-კილომეტრიანი გზა - როდის გაიხსნება აბასთუმნის შემოვლითი გზა
ფოტო: ამბები

აბასთუმნის 15.9-კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და მისი გახსნა 2027 წლის შემოდგომაზე იგეგმება. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სამშენებლო სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა. ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

  • მინისტრის თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბუნებრივი გარემოს აღდგენას, მათ შორის, ტყის აღდგენით სამუშაოებს, რომლებიც შესაბამის უწყებასთან თანამშრომლობით დაიგეგმება.

"აბასთუმნის შემოვლით გზაზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გზა მომავალი წლის შემოდგომაზე გაიხსნება. ჩვენი მიზანია, აქ ერთ-ერთი საუკეთესო საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყოს. ამასთან, არანაკლებ მნიშვნელოვანია ბუნებრივი გარემოს აღდგენა, მათ შორის, ტყის აღდგენითი სამუშაოები. შესაბამის უწყებასთან ერთად დავიწყებთ მუშაობას, რათა გზის გახსნის დროისთვის ეს სამუშაოებიც განხორციელებული იყოს“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ. განაგრძეთ კითხვა

Ა
წყარო ამბები · ambebi.ge ავტორი: AMBEBI.GE · გამოქვეყნდა 31.10.2026, 20:48. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ