პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

სახალხო დამცველი - საკონსტიტუციო სასამართლოს ჩემს მოსაზრებას გავუგზავნი - ეს დოკუმენტი არ იქნება არც მმართველი პარტიის და არც ოპოზიციის სასარგებლო, ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტების ჩამონათვალი

მე, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს ჩემს მოსაზრებას გავუგზავნი - დოკუმენტი, რომელსაც გავაგზავნი

სახალხო დამცველი - საკონსტიტუციო სასამართლოს ჩემს მოსაზრებას გავუგზავნი - ეს დოკუმენტი არ იქნება არც მმართველი პარტიის და არც ოპოზიციის სასარგებლო, ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტების ჩამონათვალი
ფოტო: ინტერპრესნიუსი

მე, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს ჩემს მოსაზრებას გავუგზავნი - დოკუმენტი, რომელსაც გავაგზავნი სასამართლოში, არ იქნება არც მმართველი პარტიის და არც ოპოზიციის სასარგებლო, ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტების ჩამონათვალი, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელზე საუბრისას განაცხადა.

ლევან იოსელიანის თქმით, მისი მოსაზრება ეფუძნება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეცედენტებს და ზოგადად სამართლის პრინციპებს.

„დოკუმენტს, რომელსაც მე ვაგზავნი სასამართლოში, ჰქვია სასამართლოს მეგობრის მოსაზრება. ეს არის სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ანუ სასამართლოს ეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში. როგორც წესი ეს დოკუმენტი არის ნეიტრალური, არცერთი მხარის სასარგებლოდ ის არ იწერება.

ამ შემთხვევაშიც, დოკუმენტი, რომელსაც გავაგზავნი სასამართლოში, არ იქნება არც მმართველი პარტიის და არც ოპოზიციის სასარგებლო დოკუმენტი. ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტების ჩამონათვალი, იმ საქმეებზე მითითება, რომელიც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განიხილა და რომელიც ეხებოდა ანალოგიურ საკითხს, პარტიების აკრძალვის საკითხებს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს გარკვეულ დახმარებას გაუწევს სასამართლოს, თუმცა იმაში დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის საკითხი, რომელსაც მე ვწერ მოსაზრებაში, მათთვის ისედაც ცნობილია. ვადევნებ თვალყურს განხილვებს და ვხედავ, რომ სასამართლო არ არის გაუთვითცნობიერებული ამ საკითხების ირგვლივ, რომელზეც მე ვსაუბრობ. თუმცა მხარეების დებატები ძირითადად პოლიტიკური შინაარსისაა, რომლის შეფასებაშიც მე ვერ შევალ. მოსამართლე ძალიან ხშირად ცდილობს, დააბრუნოს მხარეები სამართლებრივი მსჯელობის კალაპოტში, რაც მნიშვნელოვანია ამ საკითხის გარკვევისთვის. ასეთი პროცესი პირველად იმართება საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაში, შესაბამისად, როგორი გადაწყვეტილება იქნება, ეს სამომავლოდაც აისახება ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ყველა მივადევნებთ თვალყურს და მე, რა თქმა უნდა, სასამართლოს ჩემს მოსაზრებას გავუგზავნი. ამის დრო ჯერ კიდევ არსებობს ასე რომ, დროში შეზღუდვა არ [მაქვს].

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ ეს დოკუმენტი მიიღოს და გულდასმით წაიკითხოს, ესაა ჩემი ამოცანა და ამის იქით მე სხვა ამოცანა არ მაქვს გამომდინარე იქიდან, რომ ეს მთლიანად პოლიტიკური მსჯელობის საკითხია და მე, როგორც ამ პროცესისგან ნეიტრალური ადამიანი და ნეიტრალური შემფასებელი, პოლიტიკურ პროცესს საერთოდ არ ვაფასებ და როგორც სამართლებრივ საკითხში ნეიტრალური შემფასებელი, ჩემს წვლილს ამაში შევიტან.

ჩემი მოსაზრება ეფუძნება პრეცედენტებს, რომელიც განხილული აქვს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს. ამ პრეცედენტებთან ერთად და საერთაშორისო სამართლის პრინციპების და ზოგადად სამართლის პრინციპების გათვალისწინებით იქნება სწორი გადაწყვეტილების მიღება. ვფიქრობ, რომ ასეთიც იქნება ეს გადაწყვეტილება. გამიჭირდება წინასწარ ვთქვა, როგორი იქნება ეს გადაწყვეტილება მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წინასწარმეტყველება კეთდება. მე ამ სპეკულაციაში ვერ და არ შევალ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გადაწყვეტილება იქნება საინტერესო“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 30.10.2026, 21:14. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1

სახალხო დამცველი - საკონსტიტუციო სასამართლოს ჩემს მოსაზრებას გავუგზავნი - ეს დოკუმენტი არ იქნება არც მმართველი პარტიის და არც ოპოზიციის სასარგებლო, ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტების ჩამონათვალიპალიტრანიუსი · 00:00 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ