სპორტი
23 February
„ბარსელონას“ საპრეზიდენტო კანდიდატი „რეალ მადრიდ ტვ“-ს უჩივის
„ბარსელონას“ საპრეზიდენტო კანდიდატმა ვიქტორ ფონტმა განაცხადა, რომ თუ კლუბის პრეზიდენტობას ჟოან ლაპორტასგან გადაიბარებს, „რეალ მადრიდ ტელევიზიას“ უჩივის. ფონტმა ეს განცხადება „ჟირონასთან“ მარცხის შემდეგ გააკეთა და RMTV-ს მსაჯების კრიტიკასა და კონკურენციის დამახინჯებაში ადანაშაულებს. მან აღნიშნა, რომ „რეალს“ ბოლო 5 წლის განმავლობაში „ბარსაზე“ 26-ით მეტი პენალტი დაენიშნა და კონკრეტული ქმედებებით კლუბის დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა. ლაპორტამ ასევე გამოეხმაურა მარცხს, მაგრამ ლა ლიგის მოგების იმედს ინ