კალათბურთი
24 February
„კლიპერსი“ ჯორდან მილერს ახალ ორწლიან კონტრაქტს უფორმებს
ინსაიდერ შამს ჩარანიას ცნობით, „ლოს-ანჯელეს კლიპერსი“ მცველ ჯორდან მილერთან ახალ ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს. მილერმა, რომელიც საშუალოდ 9.1 ქულას აგროვებს, გუნდის როტაციაში ჩართვის შემდეგ გავლენა მოახდინა შედეგებზე: „კლიპერსის“ სტატისტიკა 9-3-ია, როდესაც ის 10 ან მეტ ქულას აგროვებს, ხოლო საერთო ჯამში, მისი როტაციაში ჩართვიდან მოყოლებული, გუნდმა 21-12 სტატისტიკა დააფიქსირა.