ფეხბურთი
15 February
დებიუტანტი ნგამოჰას მე-100 წუთზე გატანილი გოლით ლივერპულმა ნიუკასლი დაამარცხა – ქარიკერის ეიფორია
ინგლისის პრემიერ ლიგაში „ლივერპულმა“ „ნიუკასლ იუნაიტედი“ დრამატულ ბრძოლაში, ანგარიშით 3:2 დაამარცხა. გამარჯვების გოლი 100-ე წუთზე 16 წლის დებიუტანტმა რიო ნგამოჰამ გაიტანა. მატჩის შემდეგ, ყოფილი მცველის, ჯეიმი ქარიკერის ემოციური რეაქცია ვირუსულად გავრცელდა, თუმცა მან მოგვიანებით აღიარა, რომ „ლივერპულს“ გამართლება ჰქონდა.