ფეხბურთი
18 February
ხანსი ფლიკმა „ბარსელონას“ წაგება გუნდის ცუდ თამაშს დააბრალა და მსაჯების კრიტიკაზე უარი თქვა
„ბარსელონა“ „ჟირონასთან“ დამარცხდა. მატჩის შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხანსი ფლიკმა მსაჯების კრიტიკაზე უარი თქვა და ყურადღება საკუთარი გუნდის ცუდ თამაშზე გაამახვილა. მან აღნიშნა, რომ „ბარსელონა“ ცუდად იცავდა თავს, არ იყო კომფორტულად მოედანზე და მიუთითა გუნდის არასწორ განლაგებაზე. ფლიკმა ფეხბურთელებს ორი დასვენების დღე მისცა, რათა ფორმაში დაბრუნდნენ, რადგან გუნდს ზედიზედ მეორე მარცხი აქვს.