ფეხბურთი
15 February
ჰალკმა 35 მეტრიდან დაუჯერებელი საჯარიმო გაიტანა – ასაკი მას არაფერს აკლებს
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ჰალკმა, რომელიც 40 წლის ზღვარზეა, კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი საოცარი საჯარიმო დარტყმის უნარი. მან „ატლეტიკო მინეიროს“ მაისურით დაახლოებით 35 მეტრიდან გაიტანა ფანტასტიური გოლი, რომელიც უდავოდ წლის ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია, მიუხედავად იმისა, რომ თებერვალია.