ფეხბურთი
19 February
კიდევ ერთი დანაკლისი „აინტრახტში“ – ანსგარ კნაუფს ოპერაცია გაუკეთდა
ფრანკფურტის „აინტრახტს“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, ანსგარ კნაუფი გამოაკლდა. 24 წლის ნახევარმცველს მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდა და განუსაზღვრელი ვადით ვერ ითამაშებს. ეს ამბავი გუნდს მძიმე მდგომარეობაში აყენებს, რადგან ტრავმირებულთა სიაში უკვე არიან რასმუს კრისტენსენი და არნო კალიმუენდო, რაც გავლენას მოახდენს მომავალ მატჩებზე, განსაკუთრებით კი „ბაიერნთან“ დაპირისპირებაზე.