ფეხბურთი
25 February
ტიბო კურტუა „ლე მანის“ თანამფლობელი გახდა
მადრიდის „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუა, თავისი საინვესტიციო ფონდის მეშვეობით, საფრანგეთის ლიგა 2-ის კლუბ „ლე მანის“ აქციონერი გახდა. კურტუა ფრანგულ კლუბში რამდენიმე ცნობილ სპორტულ ფიგურას, მათ შორის ნოვაკ ჯოკოვიჩსა და ფელიპე მასას, შეუერთდა. „ლე მანმა“ ბოლო პერიოდში სერიოზული ფინანსური სირთულეები დაძლია და სპორტულადაც წინსვლას განიცდის.