ხოსემა ხიმენესის „ატლეტიკოში“ კარიერა შესაძლოა დასრულდეს
ხოსემა ხიმენესის მრავალწლიანი კარიერა მადრიდის „ატლეტიკოში“ შესაძლოა ზაფხულში დასრულდეს. არსებული ინფორმაციით, კლუბსა და ფეხბურთელს შორის მიღწეულია „ჯენტლმენური შეთანხმება“, რაც ურუგვაელს უფასოდ წასვლის საშუალებას მისცემს. მის მიმართ ინტერესს იტალიური კლუბები, მათ შორის „მილანი“ იჩენენ. ტრავმებისა და ახალი კონკურენციის გამო, ხიმენესი სიმეონეს გუნდში უკვე სათადარიგო მოთამაშედ ითვლება, რაც ათწლიანი თანამშრომლობის დასრულებაზე მიუთითებს.