სპორტი
25 February
ოფიციალურად: კაუა პრატესი დორტმუნდის „ბორუსიას“ ფეხბურთელი გახდა
დორტმუნდის „ბორუსიამ“ ოფიციალურად გამოაცხადა 17 წლის ბრაზილიელი მარცხენა მცველის, კაუა პრატესის ტრანსფერი, რომელმაც კლუბთან 2031 წლამდე გააფორმა კონტრაქტი. ის „კრუზეიროში“ დარჩება 18 წლამდე და გუნდს 2026/27 სეზონის დასაწყისში შეუერთდება. ტრანსფერის ღირებულება დაახლოებით 7 მილიონი ევროა, პლუს 5 მილიონი ბონუსების სახით.