სპორტი
17 February
სტეფენ კარი სამქულიანი სროლების კონკურსში დაბრუნებას აანონსებს
NBA-ის ისტორიაში საუკეთესო სამქულიანი მსროლელი, სტეფენ კარი, მომავალ სეზონში სამქულიანი სროლების კონკურსში მონაწილეობის მიღებას გეგმავს. მისი გადაწყვეტილება დემიენ ლილარდის მიერ მესამე გამარჯვების მოპოვებამ განაპირობა, რის შემდეგაც კარიმ განაცხადა, რომ 100%-ით დაბრუნდება კონკურსში და იმედოვნებს, რომ ლილარდი და კლეი ტომპსონიც შეუერთდებიან.