ფეხბურთი
17 February
მოურინიოსა და „რეალის“ მორიგი დაპირისპირება - დაბრუნების ჭორების ფონზე
სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში, „რეალი“ „ბენფიკას“ და ყოფილ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს დაუპირისპირდება. წინა შეხვედრა პორტუგალიურმა კლუბმა 4:2 მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ მოურინიოს „რეალში“ მწვრთნელობის პერიოდი მოლოდინს ვერ გაამართლა, მასზე მაღალი აზრის არიან, რის გამოც მისი „ბერნაბეუზე“ შესაძლო დაბრუნების შესახებ ჭორები ვრცელდება. „რეალი“ მწვრთნელის კანდიდატებს განიხილავს, სადაც კლოპი ოცნებაა, ხოლო მოურინიო - ერთ-ერთი ვარიანტი. არბელოას მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა.