სპორტი
28 February
ძაღლი ნაზგული 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე – მოულოდნელი ვარსკვლავი ტრასაზე
2 წლის ლეკვი, სახელად ნაზგული, 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის ქალთა სათხილამურო გუნდური სპრინტის საკვალიფიკაციო რბოლის ფინიშის ხაზთან გამოჩნდა, რითაც მონაწილეები გააოცა და მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ლეკვი, სავარაუდოდ, ახლომდებარე საოჯახო სასტუმროდან გაიქცა. მისი მოულოდნელი გამოჩენის შემდეგ ერთ-ერთმა მოთხილამურემ განაცხადა: „ვიფიქრე, ხომ არ მეჩვენება-მეთქი?“. რბოლის შემდეგ ნაზგული პატრონს დაუბრუნდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ძაღლს უბრალოდ მათ გაყოლა უნდოდა.