ფეხბურთი
16 February
დრამატული ფრე ლაიფციგსა და ვოლფსბურგს შორის: გრუდამ მასპინძლები ორჯერ გადაარჩინა
ლაიფციგმა და ვოლფსბურგმა დრამატულ მატჩში 2:2 ითამაშეს ფრედ. ვოლფსბურგი მოჰამედ ამურასა და მატტიას სვანბერგის გოლებით ორჯერ დაწინაურდა, თუმცა გრუდამ დუბლი შეასრულა, მათ შორის გადამწყვეტი გოლი ბოლო წუთზე, რითაც ლაიფციგს ქულა მოუპოვა. ამ შედეგით ლაიფციგი მეხუთე ადგილზე დარჩა, ვოლფსბურგმა კი სამმატჩიანი წაგება შეწყვიტა და მე-15 პოზიციაზეა.