არტეტა „ვულვზთან“ მატჩამდე: ტრავმები, საკას პოზიცია და ჩემპიონობისთვის ბრძოლა
ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ „ვულვერჰემპტონთან“ პრემიერ ლიგის მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. მან ისაუბრა გუნდში არსებულ ტრავმებზე, კერძოდ მარტინ ოდეგორისა და კაი ჰავერცის გამოჯანმრთელების ვადებზე, ასევე რიკარდო კალაფორისა და ბენ უაიტის ხელმისაწვდომობაზე. არტეტამ შეაფასა „არსენალის“ ფორმა, FA თასზე მოგება და სამომავლო გამოწვევები, მათ შორის ჩემპიონობისთვის ბრძოლა და ბუკაიო საკას როლი მოედანზე. მან ასევე გამოთქვა შეშფოთება გახშირებული ვარჯიშისწინა ტრავმების გამო.