ფეხბურთი
27 February
ლეძერინის 10-წლიანი დაბრუნება და ახალი შენაძენები - „ფიორენტინა“ კონფერენს ლიგის პლეი-ოფში „იაგელონიას“ ესტუმრება
იტალიური „ფიორენტინა“ დღეს კონფერენს ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩს პოლონურ „იაგელონიასთან“ გამართავს. „ვიოლას“ კარში 10-წლიანი პაუზის შემდეგ ლუკა ლეძერინი დადგება, გუნდს კი ახალი შენაძენები, რობერტო პიკოლი, ჯეკ ჰარისონი და ჯოვანი ფაბიანი გააძლიერებენ. „ფიორენტინას“ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი სხვადასხვა მიზეზით დააკლდება, თუმცა მეტოქესაც მნიშვნელოვანი დანაკლისი აქვს.