ფაბრიციო რომანო: იან დიომანდეზე საზაფხულო „ბრძოლაა“ მოსალოდნელი - „მანჩესტერ იუნაიტედს“ მისი ყიდვის საშუალება აქვს
„რბ ლაიფციგის“ 19 წლის თავდამსხმელი, იან დიომანდე, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი იქნება ბრწყინვალე სეზონის შემდეგ. გავრცელებული ინფორმაციით, მისით „მანჩესტერ იუნაიტედი“, „მიუნხენის ბაიერნი“ და პრემიერ ლიგის სხვა კლუბები ინტერესდებიან. „იუნაიტედს“ შეუძლია დააკმაყოფილოს „ლაიფციგის“ სავარაუდო მოთხოვნა, 87 მილიონი ფუნტი სტერლინგი, მით უმეტეს, რომ კლუბი რამდენიმე თავდამსხმელის გაყიდვას გეგმავს.