ფეხბურთი
15 February
ენდრიკი იანვრის თვის ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
მადრიდის „რეალიდან“ განათხოვრებული ბრაზილიელი ფეხბურთელი ენდრიკი იანვარში საფრანგეთის ჩემპიონატში დომინირებდა, რისთვისაც ლიგა 1-ის თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მიიღო. მან „მეცთან“ ჰეთ-თრიკი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა.