სპორტი
24 February
„რენმა“ ფრანკ ჰეისი მთავარ მწვრთნელად დანიშნა - მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურია
საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბმა „რენმა“ ფრანკ ჰეისი მთავარ მწვრთნელად დანიშნა და მასთან კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა. მისი უახლოესი ამოცანაა გუნდის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გაყვანა. ჰეისი მანამდე „ნიცას“ წვრთნიდა და წარმატებული პერიოდი ჰქონდა „ლანსში“, რომელიც ლიგა 1-ის მეორე ადგილზე გაიყვანა და ჩემპიონთა ლიგაზეც მოახვედრა. იგი ასევე ცნობილია როგორც „ენოლოგი“ ღვინისადმი გატაცების გამო.