ფეხბურთი
15 February
ეიმერიკ ლაპორტი: „ლამინ იამალი მსოფლიოს მცველებს შიშს ჰგვრის“
ესპანეთის ნაკრების ვარსკვლავმა, ეიმერიკ ლაპორტმა, „ბარსელონას“ ახალგაზრდა ტალანტ ლამინ იამალის შესახებ ისაუბრა. ლაპორტის თქმით, იამალი თავისი სადრიბლინგო უნარებით მსოფლიოს მცველებში შიშს იწვევს და მისი თამაში ლიონელ მესის ახალგაზრდობის პერიოდს მოაგონებს. მიუხედავად სეზონის დასაწყისში ჯანმრთელობის პრობლემებისა, იამალი შესანიშნავ ფორმაშია, „ბარსას“ შემადგენლობაში 31 მატჩში 15 გოლითა და 12 საგოლე გადაცემით.