ფეხბურთი
23 February
დელ პიერო „იუვენტუსის“ განადგურების შემდეგ: „კვირაში ერთი თამაში - შესაძლოა, უარესი არც იყოს“
„იუვენტუსის“ ლეგენდა ალესანდრო დელ პიერომ კომენტარი გააკეთა „გალათასარაისთან“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 5:2 განადგურებაზე. მან აღნიშნა, რომ ასეთი თამაში რისკია, როდესაც გუნდი საუკეთესო ფორმაში არ არის. დელ პიეროს აზრით, თუ „იუვენტუსი“ მომდევნო კვირას ტურნირიდან გამოვარდება, „კვირაში ერთი თამაშის ჩატარება ამ გუნდისთვის შესაძლოა, ყველაზე ცუდიც არ იყოს“.