ფეხბურთი
18 February
დავით ალაბას ეპოქა მადრიდის რეალში დასრულდა
მადრიდის „რეალი“ ავსტრიელი მცველის, დავით ალაბას კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, რომელიც 2026 წლის ივნისში იწურება. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბმა ეს გადაწყვეტილება ალაბას ბოლო ორი სეზონის განმავლობაში მიღებული ტრავმების გამო მიიღო. 2021 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმოსულმა ფეხბურთელმა „რეალის“ მაისურით 126 მატჩი ჩაატარა.