გორდონ რაიანი: ჩიმაევი და ხაბიბი ADCC-ის ტურნირზე მარტივად დამარცხდებოდნენ
UFC-ის ჩემპიონები ხამზატ ჩიმაევი და ხაბიბ ნურმაგომედოვი, მიუხედავად იმისა, რომ შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში (MMA) დაუმარცხებლები არიან, ADCC-ის ტურნირზე ელიტარულ გრაპლერებთან მარტივად დამარცხდებოდნენ. ამის მიზეზად ADCC-ის ჩემპიონი გორდონ რაიანი MMA-სა და სუფთა ჭიდაობის/ჯიუ-ჯიცუს წესებს შორის განსხვავებას ასახელებს, სადაც MMA მებრძოლთა ტექნიკა სპეციალურად მათი სპორტისთვისაა მორგებული.