ფეხბურთი
24 February
დანიელე ღილარდის აღმასვლა: გატუზო და „ნიუკასლი“ „რომას“ მცველით დაინტერესდნენ
„რომას“ ახალგაზრდა მცველი დანიელე ღილარდი ბოლო პერიოდში შთამბეჭდავ პროგრესს აჩვენებს, რამაც იტალიის ნაკრების მწვრთნელ გენარო გატუზოს ყურადღება მიიქცია. „La Gazzetta dello Sport“-ის ცნობით, გატუზო მას მომავალი სანაკრებო მატჩებისთვის განიხილავს. ამასთან, სატრანსფერო ბაზარზე „ნიუკასლ იუნაიტედმაც“ ყურადღება ყოფილ „ვერონას“ მცველზე გადაიტანა და ის მომავალი ზაფხულის პერსპექტიული ფეხბურთელების სიაში შეიყვანა.