ფეხბურთი
18 February
ლეჩემ კალიარისთან უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და სერია A-ში გადარჩენისთვის ბრძოლა გაამწვავა
სერია A-ს 25-ე ტური კალიარისა და ლეჩეს მატჩით დასრულდა, სადაც ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. ამ შედეგით „ლეჩემ“ „ფიორენტინა“ 3 ქულით ჩამოიტოვა და ჩემპიონატში გადარჩენისთვის ბრძოლა უკიდურესად გაამწვავა. გოლები განდელმანმა და რამადანმა გაიტანეს.