ფეხბურთი
17 February
ტრავმა: ჯონათან დევიდი „გალათასარაისთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩს გამოტოვებს
ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი ჯონათან დევიდი ხვალ, „გალათასარაისთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩს საზარდულის ტრავმის გამო გამოტოვებს. ის არ მოხვდა გუნდის განაცხადში, რაც იმას ნიშნავს, რომ დუშან ვლახოვიჩისა და არკადიუშ მილიკის არყოფნის გამო, ლის ოპენდა „ბებერი ქალბატონის“ ერთადერთი ხელმისაწვდომი ცენტრფორვარდი იქნება სტამბოლში.