ავტოსპორტი
24 February
მარკუს ერიქსონი ფინიქსის ტესტებზე მძიმე ავარიაში მოყვა
ინდიქარის პილოტი მარკუს ერიქსონი ფინიქსის სარბოლო ტრეკზე გამართული Unser IndyCar Open Test-ის დასკვნით სესიაზე მძიმე ავარიაში მოყვა. შვედმა პილოტმა საკუთარი ძალებით დატოვა დაზიანებული ავტომობილი, თუმცა ავარიის ზუსტი მიზეზი მისთვის ჯერჯერობით გაურკვეველია.