პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

გიორგი კახიანი: ჯო უილსონის განცხადებები საქართველოსთან მიმართებით ბევრი იყო, რაც კითხვებს აჩენდა, რომ ამის უკან გარკვეული ლობისტური სქემები იმალებოდა და ყველაფერი ანგარებით ხდებოდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი „ქრონიკასთან“ გამოეხმაურა ProPublica-ს სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ FBI ლინდსი გრემისა და ჯო უილსონის შესაძლო კორუფციულ კავშირებს იძიებდა.მისი თქმით,...

გიორგი კახიანი: ჯო უილსონის განცხადებები საქართველოსთან მიმართებით ბევრი იყო, რაც კითხვებს აჩენდა, რომ ამის უკან გარკვეული ლობისტური სქემები იმალებოდა და ყველაფერი ანგარებით ხდებოდა
ფოტო: ინფო 9
გიორგი კახიანი: ჯო უილსონის განცხადებები საქართველოსთან მიმართებით ბევრი იყო, რაც კითხვებს აჩენდა, რომ ამის უკან გარკვეული ლობისტური სქემები იმალებოდა და ყველაფერი ანგარებით ხდებოდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი „ქრონიკასთან“ გამოეხმაურა ProPublica-ს სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ FBI ლინდსი გრემისა და ჯო უილსონის შესაძლო კორუფციულ კავშირებს იძიებდა.

მისი თქმით, ჯო უილსონის განცხადებები საქართველოსთან მიმართებით ბევრი იყო, რაც აჩენდა კითხვებს იმასთან დაკავშირებით, რომ ამის უკან გარკვეული ლობისტური სქემები იმალებოდა და ყველაფერი ანგარებით ხდებოდა.

„ბატონი ჯო უილსონის მხრიდან კონკრეტული ქმედებები, განცხადებები ბევრი იყო, რაც საბოლოო ჯამში, ჩვენს ქვეყანას აზიანებდა. არავის ექმნებოდა ალბათ იმის ილუზია, რომ ყველაფერ ამას აკეთებდა ჩვენი ქვეყნისადმი დიდი სიყვარულის გამო. ყოველთვის ჩნდებოდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ამის უკან გარკვეული ლობისტური სქემები იმალებოდა და ყველაფერი ანგარებით ხდებოდა.

ფაქტია, რომ ამ ეჭვებს კიდევ უფრო ამყარებს შესაბამისი ჟურნალისტური გამოძიების დასკვნები. თურმე ბატონი ჯო უილსონი ჩართულია სხვა თაღლითურ სქემებშიც, რისი მიზანიც მატერიალური მოგების მიღებაა“, - აღნიშნა კახიანმა.

Ი
წყარო ინფო 9 · info9.ge გამოქვეყნდა 30.10.2026, 14:53. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ