ირაკლი კობახიძე: აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრაზე საუბარი გვქონდა ჩვენს სურვილზე, აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა და მზად ვართ ამაზე მუშაობისთვის
„აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრაზე სანქციებზე ჩვენ არ გვქონია საუბარი, საუბარი გვქონდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე...
„აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრაზე სანქციებზე ჩვენ არ გვქონია საუბარი, საუბარი გვქონდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის შემთხვევაში, ამას მოჰყვება ყველა მიმართულებით გაგრძელება იქნება ეს სანქციები თუ ნებისმიერი სხვა.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი ნაბიჯი გადადგმული, ჩვენ გვაქვს უამრავი საჯარო განცხადება გაკეთებული, კონკრეტული ნაბიჯები გვაქვს გადადგმული იმისათვის, რომ აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა. ზოგადი პასუხი იყო, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა ორ ქვეყანას შორის. ჩვენ კონკრეტულ თემებზე ამ კუთხით არ გვქონია საუბარი. უფრო პირველი და გაცნობითი შეხვედრა იყო და უფრო ზოგადი შინაარსის იყო ეს შეხვედრა. ზოგადად საუბარი გვქონდა ჩვენ ჩვენს სურვილზე, აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა და მზად ვართ ამაზე მუშაობისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 3
ირაკლი კობახიძე: ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ჩვენი სურვილი - აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი და ზუსტად ამის გარშემო გვქონდა საუბარი შეხვედრაზეინფო 9 · 13:26
ირაკლი კობახიძე - კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ჩვენი სურვილი, აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობაფრონტნიუსი · 13:40


