ორშაბათი, 9 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

უკრაინაში ენერგეტიკული სიტუაციის გამო ევროკავშირი დახმარების სპეციალურ მექანიზმს გამოიყენებს

ევროკავშირი უკრაინაში ენერგეტიკის კუთხით შექმნილი რთული ვითარების გამო დახმარების სპეციალურ მექანიზმს აამუშავებს, - ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა

უკრაინაში ენერგეტიკული სიტუაციის გამო ევროკავშირი დახმარების სპეციალურ მექანიზმს გამოიყენებს
ფოტო: ფრონტნიუსი

ევროკავშირი უკრაინაში ენერგეტიკის კუთხით შექმნილი რთული ვითარების გამო დახმარების სპეციალურ მექანიზმს აამუშავებს, - ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა."რუსული დარტყმების გამო, ამჟამად ბევრ ჩვენს ქალაქსა და თემში ელექტროენერგიის, წყლისა და თბომომარაგების კუთხით ძალიან რთული ვითარებაა. ყველაზე მძიმე მდგომარეობაა კიევში, დნეპროპეტროვსკის, სუმის, დონეცკის ოლქებსა და ხერსონში. ურსულას არსებულ გამოწვევებზე ვესაუბრე და შევთანხმდით, რომ ევროკავშირი საგანგებო სიტუაციებში დახმარების სპეციალურ მექანიზმს აამუშავებს. ეს უკრაინას საშუალებას მისცემს, ოპერატიულად მიიღოს სახსრები იმისთვის, რაც ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება. გუნდები უკვე მუშაობენ ამ საკითხზე“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.საუბარი ასევე შეეხო დამატებით ენერგეტიკულ და ჰუმანიტარულ დახმარებას ზამთრისთვის მოსამზადებლად და ევროინტეგრაციის საკითხებს.ზელენსკის თქმით, ამ კვირაში ევროკომისიამ გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში ევროკავშირის გაფართოების შესახებ, სადაც დადებითად შეაფასა უკრაინის პროგრესი."მნიშვნელოვანია ყველა კლასტერის გახსნა და თავების დახურვის დაწყება“, - აღნიშნა მან.ზელენსკის თქმით, ამ დღეებში ბრიუსელში გაიმართა მოლაპარაკებები, სადაც უკრაინულმა გუნდებმა კარგად იმუშავეს აღდგენის გეგმასა და ევროპისგან უსაფრთხოების გარანტიებზე."ურსულასთან კოორდინაცია გავუკეთეთ პოზიციებს აბუ-დაბის შეხვედრასთან დაკავშირებითაც. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სამმხრივმა ფორმატმა შედეგები მოიტანოს“, - განაცხადა ზელენსკიმ. 

Ფ
წყარო ფრონტნიუსი · frontnews.ge ავტორი: Frontnews · გამოქვეყნდა 09.11.2026, 13:21. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ