ამსტერდამში ათიათასობი ადამიანმა საპროტესტო მსვლელობა გამართა და მთავრობას ისრაელის წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომების მიღებისკენ მოუწოდა
ამსტერდამში ათიათასობით ადამიანმა საპროტესტო მსვლელობა გამართა და ნიდერლანდების მთავრობას ღაზასთან დაკავშირებით ისრაელის წინააღმდეგ უფრო
09.11.2026 / 05:40
ამსტერდამში ათიათასობი ადამიანმა საპროტესტო მსვლელობა გამართა და მთავრობას ისრაელის წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომების მიღებისკენ მოუწოდა
ამსტერდამში ათიათასობით ადამიანმა საპროტესტო მსვლელობა გამართა და ნიდერლანდების მთავრობას ღაზასთან დაკავშირებით ისრაელის წინააღმდეგ უფრო გადამწყვეტი ზომების მიღებისკენ მოუწოდა, - ინფორმაციას The Associated Press-ი ავრცელებს.
ნიდერლანდებში გამართული დემონსტრაციების, „წითელი ხაზის“, ორგანიზატორები მოითხოვდნენ ისეთ ზომებს, როგორიცაა ისრაელის მიმართ უფრო მკაცრი სავაჭრო სანქციების დაწესება, ღაზაში ისრაელის ქმედებების ოფიციალურად გენოციდად გამოცხადება და ისრაელისთვის იარაღის მიყიდვის სრული შეწყვეტა.
აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ორგანიზაცია Amnesty International-ის ნიდერლანდების განყოფილებამ, განაცხადა, რომ მსვლელობას 200 000-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა.
დემონსტრანტების უმრავლესობას წითელი ფერის სამოსი ეცვა.
ისრაელი უარყოფს ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ ღაზაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ფარგლებში გენოციდს ახორციელებს. ოპერაციაა 2023 წლის 7 ოქტომბერს, ისრაელის სამხრეთში „ჰამასის“ მეთაურობით მოქმედი მებრძოლების თავდასხმის შემდეგ დაიწყო. თავდასხმის შედეგად დაიღუპა დაახლოებით 1 200 ადამიანი, ხოლო 251 პირი მძევლად აიყვანეს. ისრაელის საპასუხო შეტევას ათასობით პალესტინელი ემსხვერპლა და ღაზის ტერიტორიის დიდი ნაწილი განადგურდა.
SAY.GE · ამსტერდამი (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე

