იმპორტიდან ექსპორტამდე — ნოვას 20 წელი
ნოვას საერთაშორისო ურთიერთობები პროდუქტის საქართველოში შემოტანით დაიწყო. ოცი წლის თავზე კომპანია თავად ქმნის ქართულ
ნოვას საერთაშორისო ურთიერთობები პროდუქტის საქართველოში შემოტანით დაიწყო. ოცი წლის თავზე კომპანია თავად ქმნის ქართულ პროდუქტს და მისთვის უფრო ფართო ბაზარს ეძებს. ამ ცვლილების უკან საწარმოებში, ტექნოლოგიებსა და ადამიანებში ჩადებული წლები დგას.
8 ნოემბერს ნოვა 20 წლის ხდება. ხუთი მეგობრის მიერ დაფუძნებული კომპანია ამ თარიღს ათასზე მეტი თანამშრომლით, 700-ზე მეტი დასახელების საკუთარი პროდუქტითა და საქართველოს ათ ქალაქში მოქმედი საცალო ქსელით ხვდება.
ამ მასშტაბამდე მისასვლელად ერთ-ერთი გადამწყვეტი ნაბიჯი წარმოების დაწყება იყო. 2011 წლიდან ნოვამ საკუთარი საწარმოო ხაზების განვითარებას მიჰყო ხელი. სახურავის მასალებსა და პროფილებს თანდათან პოლიეთილენის ნაწარმი, მოგვიანებით კი XPS, წებო-ცემენტები და შავი ლითონის პროდუქცია დაემატა.
კომპანიისთვის საერთაშორისო პარტნიორობამ ამ პროცესში ახალი მნიშვნელობა შეიძინა. უცხოელ მწარმოებლებთან თანამშრომლობა ტექნოლოგიისა და ცოდნის საქართველოში გადმოტანის შესაძლებლობაც გახდა. ამის მაგალითია Betek-თან ურთიერთობა — ნოვა დღეს ამ ბრენდის წებო-ცემენტებს ადგილობრივად აწარმოებს.
„საერთაშორისო პარტნიორობა ყველაზე ღირებული მაშინ ხდება, როცა მიღებულ გამოცდილებას საკუთარ საქმეში იყენებ. სწავლობ ტექნოლოგიას, ხარისხის მართვას, წარმოების ორგანიზებას და ამ ცოდნით საქართველოში ახალ შესაძლებლობას ქმნი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი შედეგია, როცა წლების ურთიერთობა ადგილობრივ წარმოებაში გრძელდება“, — ამბობს ნოვას გენერალური დირექტორი ედიშერ ხიმშიაშვილი.

ნოვას განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ფინანსურმა პარტნიორებმაც შეასრულეს. EBRD-სთან თანამშრომლობა სხვადასხვა ეტაპზე აერთიანებდა როგორც დაფინანსებას, ისე საერთაშორისო ექსპერტების გამოცდილებას. ურთიერთობის ახალი ეტაპი კომპანიის 50 მილიონი ლარის სადებიუტო ობლიგაციებში ბანკის მონაწილეობა გახდა.
წარმოებისა და ფინანსური შესაძლებლობების ზრდასთან ერთად ფართოვდებოდა გაყიდვების ქსელიც. დღეს ნოვა საკუთარ ფილიალებსა და ფრენჩაიზის მოდელით მოქმედ ობიექტებს აერთიანებს. ამ მოდელში ადგილობრივი პარტნიორის ცოდნა კომპანიის პროდუქტს, გამოცდილებასა და ინფრასტრუქტურას უკავშირდება.
„პარტნიორი, რომელიც საკუთარ ქალაქში ნოვას ფრენჩაიზს ავითარებს, ამ საქმეში საკუთარ რესურსსა და რეპუტაციას დებს. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თანამშრომლობას ორივე მხარისთვის განვითარების პერსპექტივა ჰქონდეს. ქსელის გაფართოებას სწორედ ასეთი პარტნიორობები ამყარებს“, — აღნიშნავს ედიშერ ხიმშიაშვილი.
პარალელურად ვითარდება ელექტრონული კომერცია. ციფრული მიმართულება კომპანიას მომხმარებელთან დამატებით აკავშირებს და შეკვეთების, მარაგებისა და მიწოდების უფრო ზუსტად მართვის მნიშვნელობას ზრდის.
მომდევნო ეტაპის მთავარი ამოცანა ამ შესაძლებლობების რეგიონულ განვითარებაში გამოყენებაა. საექსპორტო საქმიანობის გაძლიერებას წარმოების, ლოჯისტიკისა და გუნდის შესაბამისი მზადყოფნა სჭირდება.
„ჩვენი ამბიციაა, საქართველოში შექმნილ პროდუქტს ქვეყნის გარეთ უფრო ძლიერი პოზიცია ჰქონდეს. ამისთვის ყოველდღიურად უნდა ვმუშაობდეთ ხარისხზე, ეფექტიანობასა და ადამიანების პროფესიულ განვითარებაზე. ოცი წლის განმავლობაში ამის საფუძველი შევქმენით. ახლა ამ გამოცდილებამ უფრო დიდ ბაზარზე უნდა იმუშაოს“, — ამბობს ნოვას გენერალური დირექტორი.
(R)

