რა მოხდება, თუ ადამიანი ყოველდღიურად მოცვს შეჭამს - ახალი კვლევა
რა მოხდება, თუ ადამიანი ყოველდღიურად მოცვს შეჭამს - ახალი კვლევა
ხილში მრავალი სიკეთეა თავმოყრილი. მეცნიერები აქტიურად იკვლევენ, რა სარგებელი მოაქვს ამ სიკეთეს ჩვენი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის.
პატარა საპილოტე კვლევაში, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მკვლევრებმა მიაგნეს მინიშნებებს, რომ ყოველდღიურად მოცვის მიღებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს დეპრესიის სიმპტომების შემსუბუქებას ხანდაზმულ, ნაკლებად აქტიურ ადამიანებში.
უკვე ცნობილია, რომ ეს ასაკობრივი ჯგუფი დეპრესიის მაღალი რისკის ქვეშაა; ამავე დროს, უმეტესწილად არ აქვთ მარტივი წვდომა მასთან ბრძოლის ზოგიერთ ბუნებრივ საშუალებასთან, მათ შორის ვარჯიშთან და სეირნობასთან.
ყოველდღიურად მოცვის ჭამა შეიძლება იყოს დეპრესიის თავიდან აცილების მარტივი და ჯანსაღი გზა.
მკვლევრებმა ნაშრომი Journal of Nutrition, Health and Aging-ში გამოაქვეყნეს. კვლევამ ასევე აჩვენა ნაწლავის ბაქტერიების საინტერესო ცვლილებები, რაც დამატებითი მოცვის მიღებამ გამოიწვია.
„ჩვენი მიზანი იყო წინასწარ განვსაზღვროთ მოცვის მოხმარების ეფექტი ნაწლავის მიკრობიომზე, მეტაბოლიტებსა და დეპრესიულ სიმპტომებზე“, - ამბობს ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მოლეკულური ნუტრიციოლოგი კორტნი მილარი.
„მართალია, ფსიქიკური კეთილდღეობის მაჩვენებლების ცვლილებები ჯგუფებს შორის ერთმანეთისგან არ განსხვავდება, თუმცა, როგორც ჩანს, მოცვის ჯგუფში ეს ცვლილებები უფრო მნიშვნელოვან „გაუმჯობესებას“ წარმოადგენს და პლაცებოს ჯგუფთან შედარებით, ნაკლებ ცვალებადობას ავლენს. ეს საპილოტე კვლევა მიზნად ისახავდა ინტერვენციის შესაძლებლობის შემოწმებას და შედეგების შესახებ იმ წინასწარი მონაცემების შეგროვებას, რომლებიც საჭიროა უფრო მასშტაბური კვლევის სტატისტიკური სიმძლავრის განსაზღვრისთვის“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.
ნაწლავის ბაქტერიის თვალსაზრისით, მოცვის მომხმარებელთა ორგანიზმში არსებულ ფერმენტებში (ცილებში, რომლებიც ქიმიურ რეაქციებს იწვევენ) გარკვეული მცირე ცვლილებები დაფიქსირდა.
შეიცვალა ბაქტერიული ფერმენტების გენების ექვსი ტიპის რაოდენობრივი მაჩვენებელი — ხუთის შემთხვევაში მაჩვენებელი გაიზარდა; მათ შორისაა გენი, რომელიც მონაწილეობს გამა-ამინობუტირის მჟავის (GABA) სინთეზში — ნეიროტრანსმიტერისა, რომელიც წინა კვლევების თანახმად, დეპრესიასთან არის დაკავშირებული. განაგრძეთ კითხვა

