ხუთშაბათი, 5 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

გიორგი ვოლსკი: როცა პატარა ქვეყნის დამორჩილება გინდა, რამდენიმე დივერსია არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მზაკვრული გეგმაა, საზოგადოების ერთი ნაწილი მეორესთან იყოს დაპირისპირებული

„მარტა კოსის განცხადებაში ჩანს სურვილი - ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ხელისუფლებამ პოლიტიკა ისე უნდა შეცვალოს, რომ თავიდან ბოლომდე დამორჩილებული იყოს“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერ...

გიორგი ვოლსკი: როცა პატარა ქვეყნის დამორჩილება გინდა, რამდენიმე დივერსია არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მზაკვრული გეგმაა, საზოგადოების ერთი ნაწილი მეორესთან იყოს დაპირისპირებული
ფოტო: ინფო 9
გიორგი ვოლსკი: როცა პატარა ქვეყნის დამორჩილება გინდა, რამდენიმე დივერსია არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მზაკვრული გეგმაა, საზოგადოების ერთი ნაწილი მეორესთან იყოს დაპირისპირებული

„მარტა კოსის განცხადებაში ჩანს სურვილი - ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ხელისუფლებამ პოლიტიკა ისე უნდა შეცვალოს, რომ თავიდან ბოლომდე დამორჩილებული იყოს“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც პატარა ქვეყნის დამორჩილება გინდა, რამდენიმე სახის დივერსია არსებობს - იარაღის შეტანა, აფეთქებებისა და რევოლუციების მოწყობა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მზაკვრული გეგმაა, საზოგადოების ერთი ნაწილი მეორესთან იყოს დაპირისპირებული.

„მარტა კოსის განცხადებაში ჩანს სურვილი - ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ხელისუფლებამ პოლიტიკა ისე უნდა შეცვალოს, რომ თავიდან ბოლომდე დამორჩილებული იყოს. იგივე ხდება პოლონეთში. პოლონეთის ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ევროკავშირის დიქტატს არ უნდა დაექვემდებაროს, ოღონდ ევროკავშირში წევრად სურთ ყოფნა. ასეთები ბევრნი არიან - სლოვაკეთი გინდა, უნგრეთი თუ იტალია. მათ დიქტატი არ უნდათ. არსებობენ ქვეყნები და საზოგადოებები, ვისაც ეს არ სურს. ჩვენც ამავეს ვეუბნებით, რომ არგუმენტი გვაქვს და მოგვისმინონ. ისინი ამბობენ, რომ არგუმენტები არ აინტერესებთ და მათი ამოცანაა, საგარეო კურსი ზუსტად ისეთი იყოს, როგორიც ევროკავშირს გააჩნია.

პირდაპირ ლაპარაკია დაპირისპირებაში ჩართვაზე. საგანგებოდ მნიშვნელოვანია დერეფნის მართვაზე გავლენის მოპოვება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ეს ვერ ხორციელდება და სხვა ფორმულა მოიგონეს. იფიქრეს, ვინაიდან არჩევნების გზით ამათ ვერ ვცვლით და ხელისუფლების სათავეში ანა წითლიძე ან გვარამია ვერ მოვიყვანეთ, საჭიროა სასამართლო ხელისუფლების სადავეები ხელში ავიღოთო. ეს კი ნიშნავს, რომ ხელისუფლებას შეუქმნან ისეთი პირობები, როგორიც მართვისთვის სჭირდებათ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, ასეა მოლდოვაშიც, ამიტომ მოსწონთ, თორემ მოლდოვაში არაფერია მოსაწონი - არც დემოკრატიის და არც ეკონომიკური თუ უსაფრთხოების თვალსაზრისით, და ეს თავადაც იციან.

„მოლდაველები მიყვარს, უკრაინელები, მით უმეტეს. მათთან ურთიერთობა ყოველდღე მაქვს. ვურეკავთ, მეგობრები გვირეკავენ, ცუდი მდგომარეობაა, მაგრამ ჩადით და ნახეთ, იქ რა მდგომარეობაა, აქ რა ხდება და შეადარეთ. გვეუბნებიან, საქართველოში „თვითნებურად“ დაკავებულები არიანო. ვეუბნებით, რომელია და ეს საკითხი გავარჩიოთო.

როდესაც პატარა ქვეყნის დამორჩილება გინდა, რამდენიმე სახის დივერსია არსებობს - იარაღის შეტანა, აფეთქებებისა და რევოლუციების მოწყობა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მზაკვრული გეგმაა, საზოგადოების ერთი ნაწილი მეორესთან იყოს დაპირისპირებული. ეს შედარებით ადვილად შესასრულებელია და თან ყველაზე მზაკვრული, განსაკუთრებით  ახალგაზრდებში. სურთ, დაპირისპირების ის ხარისხი შეიქმნას, რომელიც ადვილად სამართავს გახდის ქვეყანას. ამას ვადევნებთ თვალყურს, რაც ახლა ხდება.

ქართველთმოძულეობაა სიძულვილი მათ მიმართაც, რომლებსაც ისინი ვითომ მხარს უჭერენ, მაგრამ რეალურად არ აინტერესებთ. საერთოდ არ ადარდებთ, პაატა ბურჭულაძე იჯდება ციხეში თუ კორძი გამოვა და იმღერებს. აინტერესებთ, ერთმანეთს შეაგინონ, რომ ამას პასუხი მოჰყვეს. საზოგადოებამ იცის, რომ ზუსტად იმავე პასუხს გასცემენ, ასჯერ მეტს ეტყვიან, მაგრამ გეგმაა, რომ სიტყვით დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდოს და ვინმე ქუჩაში გაილახოს“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

Ი
წყარო ინფო 9 · info9.ge გამოქვეყნდა 05.11.2026, 18:50. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ