ხუთშაბათი, 5 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ენდი ბერნემის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი მომავალ წელს დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე ვლადიმერ პუტინს არ მიიწვევს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ენდი ბერნემის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი მომავალ წელს

ენდი ბერნემის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი მომავალ წელს დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე ვლადიმერ პუტინს არ მიიწვევს
ფოტო: ინტერპრესნიუსი

05.11.2026 / 16:38

ენდი ბერნემის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი მომავალ წელს დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე ვლადიმერ პუტინს არ მიიწვევს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ენდი ბერნემის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი მომავალ წელს დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე ვლადიმერ პუტინს არ მიიწვევს.

The Economist-თან ინტერვიუში, ჟურნალისტის კითხვაზე, მიიწვევს თუ არა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მომავალ წელს დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ „არა“.

„დიდი ოცეულის“ ლიდერების სამიტი დიდ ბრიტანეთში 2027 წლის ნოემბერშია დაგეგმილი.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დეკემბერში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოფიციალურად ორი თვის წინ მიიწვია.

მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიწვიოს.

„დიდი ოცეულის“ ლიდერების სამიტი მაიამიში, 14-15 დეკემბერს გაიმართება.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 05.11.2026, 16:38. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ