ხუთშაბათი, 5 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო სასამართლოს 30-წლიანი ისტორიის მეორე დეკადა დაემთხვა საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბებას, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი გამოხატულება კონსტიტუციური წყობილების ხელყოფა, კონსტიტუციონალიზმის საფუძვლების შერყევა, კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგება და კონსტიტუციური ინსტიტუტების დაკნინება იყო, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მეორე დეკადა შავ ლაქად დარჩება მის ისტორიაში

„საკონსტიტუციო სასამართლოს 30-წლიანი ისტორიის მეორე დეკადა დაემთხვა საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბებას, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი გამოხატულება კონსტიტუციური წყობილების ხელყოფა, კონსტიტუცი...

ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო სასამართლოს 30-წლიანი ისტორიის მეორე დეკადა დაემთხვა საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბებას, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი გამოხატულება კონსტიტუციური წყობილების ხელყოფა, კონსტიტუციონალიზმის საფუძვლების შერყევა, კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგება და კონსტიტუციური ინსტიტუტების დაკნინება იყო, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მეორე დეკადა შავ ლაქად დარჩება მის ისტორიაში
ფოტო: ინფო 9

„საკონსტიტუციო სასამართლოს 30-წლიანი ისტორიის მეორე დეკადა დაემთხვა საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბებას, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი გამოხატულება კონსტიტუციური წყობილების ხელყოფა, კონსტიტუციონალიზმის საფუძვლების შერყევა, საქართველოს კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგება და კონსტიტუციური ინსტიტუტების დაკნინება იყო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს იყო პერიოდი, როდესაც ერთი კონკრეტული ადამიანის საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული მოსამართლის გამო, კონსტიტუცია ორჯერ შეიცვალა.

„ერთხელ, როდესაც ის მოსამართლის ასაკობრივ ცენზს არ აკმაყოფილებდა და მეორედ, როდესაც კონსტიტუცია სასამართლოს თავმჯდომარედ მისი მეორედ არჩევის შესაძლებლობა არ იძლეოდა. ეს ფაქტი განსაკუთრებული სიმძაფრით წარმოაჩენს იმდროინდელი ავტორიტარიზმის უმძიმეს სახეს, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირებაზე პირდაპირ აისახა. აღნიშნულ პერიოდში უკიდურესად შემცირდა საზოგადოების ნდობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ. 2007-2012 წლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო წელიწადში საშუალოდ 4 გადაწყვეტილებას იღებდა, რაც სასამართლოს იმდროინდელ მდგომარეობაზე ცხადად მეტყველებს“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ავტორიტარული რეჟიმის მემკვიდრეობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის შემდეგაც, 2013-2016 წლებშიც გაჰყვა, როდესაც რეჟიმის მიერ დანიშნული რამდენიმე მოსამართლე კვლავაც შესაბამისი პოლიტიკური ძალის კარნახით მოქმედებდა.

„ყველას გვახსოვს ეს პერიოდი, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე პოლიტიკურად მგრძნობიარე ყველა საქმეს ერთსა და იმავე კოლეგიას აწერდა, სადაც მას მასავით პოლიტიკურად მიკერძოებული მოსამართლეების მხარდაჭერის მყარი იმედი ჰქონდა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მეორე დეკადა შავ ლაქად დარჩება მის ისტორიაში.

საბედნიეროდ, 2016 წლიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თვისებრივად გათავისუფლდა ავტორიტარული რეჟიმის მემკვიდრეობისგან, ამას დაერთო 2017-2018 წლებში განხორციელებული ფუნდამენტური საკონსტიტუციო რეფორმაც, რომელმაც აამაღლა ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები, დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანა ხელისუფლების დანაწილების სისტემა და გააძლიერა საკონსტიტუციო სასამართლოს როლი ხელისუფლების სისტემაში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Ი
წყარო ინფო 9 · info9.ge გამოქვეყნდა 05.11.2026, 11:42. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ