ოთხშაბათი, 4 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი მხრიდან არის ინტერესი, იყოს ფორმატები, სადაც ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანა იქნება ჩართული და შესაძლებლობა გვექნება, სასარგებლო საკითხების განვიხილოთ

„ყირგიზეთის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე, რომელიც ორივე ხალხის კეთილდღეობის ზრდას შეუწყობს ხელს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივ...

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი მხრიდან არის ინტერესი, იყოს ფორმატები, სადაც ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანა იქნება ჩართული და შესაძლებლობა გვექნება, სასარგებლო საკითხების განვიხილოთ
ფოტო: ინფო 9
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი მხრიდან არის ინტერესი, იყოს ფორმატები, სადაც ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანა იქნება ჩართული და შესაძლებლობა გვექნება, სასარგებლო საკითხების განვიხილოთ

„ყირგიზეთის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე, რომელიც ორივე ხალხის კეთილდღეობის ზრდას შეუწყობს ხელს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო გააგრძელებს ყირგიზეთის მხარდაჭერას საერთაშორისო ორგანიზაციებში.

„ყირგიზეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს. ზაფხულში საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველი ვიზიტით იმყოფებოდა ყირგიზეთში და ველით ყირგიზეთის პრეზიდენტის საპასუხო ვიზიტს მომავალ წელს საქართველოში. გვქონდა საუბარი იმ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე, რომელიც ორივე ხალხის კეთილდღეობის ზრდას შეუწყობს ხელს. დაგეგმილია ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის რკინიგზის მშენებლობა, რომელიც შუა დერეფნის შემადგენელი ნაწილი იქნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შუა დერეფნის გამტარუნარიანობა გაიზარდოს. გაიზარდოს ინტერესი შუა დერეფნის მიმართ. საუბარი შეეხო ანაკლიის პორტს, რომელიც ლენდლორდის პრინციპით შენდება. სახელმწიფო თავად აშენებს პორტს და შემდეგ სხვა სუბიექტებსა შეეძლებათ იჯარით აიღონ შესაბამისი ტერიტორია პორტში.

ამ მხრივ, დარწმუნებული ვარ, ყირგიზეთს ექნება ინტერესი. გვქონდა საუბარი საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთმანეთის მხარდამჭერი თანამშრომლობის შესახებ. ცოტა ხნის წინ, ყირგიზეთი არჩეული იქნა უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრად და ჩვენი მხარდაჭერა ჰქონდა ამ არჩევნებში. სხვა ორგანიზაციებშიც ვაპირებთ მსგავსი სულისკვეთებით თანამშრომლობას. საპარლამენტო თანამშრომლობაზე გვქონდა საუბარი, მათ შორის რეგიონული მიმართულებით. არის ინტერესი ჩვენი მხრიდან, რომ იყოს ფორმატები, სადაც ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანა, პარლამენტები და პარლამენტის თავმჯდომარეები იქნებიან ჩართული და შესაძლებლობა გვექნება სასარგებლო საკითხების განვიხილოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Ი
წყარო ინფო 9 · info9.ge გამოქვეყნდა 04.11.2026, 14:19. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ