ოთხშაბათი, 4 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ: მნიშვნელოვანია, რომ გამტარუნარიანობა „შუა დერეფნის“ გაიზარდოს ამიტომ ამ საკითხზე გვქონდა საუბარი, ასევე, საუბარი გვქონდა ანაკლიის პორტზე

„გვქონდა საუბარი იმ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე, რომელიც ორივე ხალხების კეთილდღეობის ზრდას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ყირგიზეთის პრეზიდენტ...

შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ: მნიშვნელოვანია, რომ გამტარუნარიანობა „შუა დერეფნის“ გაიზარდოს ამიტომ ამ საკითხზე გვქონდა საუბარი, ასევე, საუბარი გვქონდა ანაკლიის პორტზე
ფოტო: ინფო 9

„გვქონდა საუბარი იმ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე, რომელიც ორივე ხალხების კეთილდღეობის ზრდას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ყირგიზეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, ზაფხულში საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა პირველი ვიზიტით ყირგიზეთში, მომავალ წელს კი საქართველოს ხელისუფლება ელის ყირგიზეთის პრეზიდენტის საპასუხო ვიზიტს საქართველოში.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო „შუა დერეფნის“ და ანაკლიის პორტის საკითხებს.

„დაგეგმილია ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის გზის მშენებლობა, რომელიც იქნება შემადგენელი ნაწილი „შუა დერეფნის“. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გამტარუნარიანობა „შუა დერეფნის“გაიზარდოს, ინტერესი „შუა დერეფნის“ მიმართ და ტვირთბრუნვა გაიზარდოს. ამიტომ ამ საკითხებთან დაკავშირებითაც გვქონდა საუბარი. გვქონდა საუბარი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რომელიც „ლენდლორდის“ პრინციპით შენდება, როდესაც სახელმწიფო აშენებს თავად პორტს, ხოლო შემდეგ სხვა სუბიექტებს ექნებათ შესაძლებლობა იჯარით აიღონ შესაბამისი ტერიტორია პორტში. ამ მხრივ დარწმუნებული ვარ, რომ ყირგიზეთს ექნება ინტერესი. გვქონდა საუბარი საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთმანეთის სასარგებლო, ერთმანეთის მხარდამჭერ თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

ცოტა ხნის წინ ყირგიზეთი უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრად იქნა არჩეული და ჩვენი მხარდაჭერა ჰქონდა ამ არჩევნებში და ასევე სხვა ორგანიზაციებშიც ვაპირებთ ამ სულისკვეთებით თანამშრომლობას.

რა თქმა უნდა, საპარლამენტო თანამშრომლობაზეც გვქონდა საუბარი. მე მას შევხვდი ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, გვქონდა საუბარი იმაზე თუ როგორ წარმოგვიდგენია საპარლამენტო თანამშრომლობა, მათ შორის რეგიონული მიმართულებით. არის ინტერესი ჩვენი მხრიდან, რომ მათ შორის იყოს ფორმატები, სადაც ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანა - პარლამენტი და პარლამენტის თავმჯდომარეები იქნებიან ჩართული და გვექნება ამ ფორმატში ურთიერთსასარგებლო საკითხების განხილვის შესაძლებლობა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

Ი
წყარო ინფო 9 · info9.ge გამოქვეყნდა 04.11.2026, 14:21. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ