გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველებები: უკრაინა, რუსეთი, თურქეთი და იტალია
გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველებები ვრცელდება. პროგნოზები ეხება რუსეთ-უკრაინის ომს, პრეზიდენტების ბედს, თურქეთში მიწისძვრასა და იტალიაში ვულკანურ აქტივობას.
სოციალურ ქსელებში ცნობილი ეზოთერიკოსის, გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველებები აქტიურად ვრცელდება, რომლებიც როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს მომავალ მოვლენებს ეხება.
მანიას განცხადებით, რუსეთი დიდ სამხედრო აქტივობას დაიწყებს, რაც უკრაინას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს. მისი თქმით, ამ პერიოდში „არაერთი ჩვენი ძმის გარდაცვალების“ შესახებ გახდება ცნობილი. წინასწარმეტყველი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტის გარდაცვალება ჯერ კიდევ შორსაა, თუმცა ეს გარდაუვალია. ამასთანავე, ის უკრაინის პრეზიდენტის გარდაცვალებას ან მასზე თავდასხმასაც მოიაზრებს.
გოგა მანიას პროგნოზებში ასევე მოხვდა სატელევიზიო სივრცეში ხშირად გამოჩენილი ერთი პიროვნების სუიციდით დასრულებული სიცოცხლე.
გარდა აღნიშნული პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოვლენებისა, ეზოთერიკოსი ბუნებრივ კატაკლიზმებსაც წინასწარმეტყველებს. მისი ვარაუდით, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდება, იტალიაში კი მიძინებული ვულკანის ამოფრქვევა და მასშტაბური წყალდიდობებია მოსალოდნელი.
