მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირს მივაწოდეთ ყველა ინფორმაცია, რაც სჭირდებოდათ ანგარიშის მოსამზადებლად, თუმცა უცნობია როგორ იქნება ეს ინფორმაცია გამოყენებული თავად ანგარიშში
ევროკომისია დღეს „2026 წლის გაფართოების პაკეტს“ წარადგენს, რომელიც კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს შესახებ ანგარიშს მოიცავს.პაკეტში შეფასებულია თითოეული კანდიდატი ქვეყნის მიერ ევროკავშირის...
ევროკომისია დღეს „2026 წლის გაფართოების პაკეტს“ წარადგენს, რომელიც კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს შესახებ ანგარიშს მოიცავს.
პაკეტში შეფასებულია თითოეული კანდიდატი ქვეყნის მიერ ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო რეფორმების განხორციელების პროცესი.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მაშინ, როდესაც საფრანგეთი „მოლოტოვის კოქტეილს“ სროლისთვის უვადო პატიმრობას ითხოვს, ევროკომისია საქართველოში ასეთ პირებს თვითნებურად დაკავებულებს უწოდებს.
„საქართველოსა და ევროკავშირის დიალოგის პროცესი როგორც წარიმართა, ის თავისთავად არ იძლევა შესაძლებლობას, რომ გაკეთდეს ობიექტური შეფასებები. დიალოგის გარეშე, რა თქმა უნდა, რთული იქნება შეფასებებიც. ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროკავშირს მივაწოდეთ ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც მათ სჭირდებოდათ ანგარიშის მოსამზადებლად, თუმცა უცნობია, თუ როგორ იქნება ეს ინფორმაცია ასახული და გამოყენებული თავად ანგარიშში ან ანგარიშის დასკვნებში. ერთ რამ, რაც კიდევ უნდა ითქვას, არის ის, რომ ეს ანგარიში ეფუძნება ერთგვარად ასოცირების დღის წესრიგს.
ასოცირების დიალოგი არის შესაძლებლობა იმისა, რომ კარგად შეფასდეს ყველა პროცესი, რაც ქვეყანაში ან ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში მიმდინარეობს და იმ პირობებში, როდესაც არცერთ დონეზე არ არის დიალოგი ევროკავშირის მხრიდან - არც ტექნიკურ, არც პოლიტიკურ დონეზე, რა თქმა უნდა, ევროკავშირმა და ევროკომისიამ ფაქტობრივად შეუძლებელია, რომ გააკეთონ სწორი ანალიზი და სწორი შეფასებები.
შარშან ჩვენ ვნახეთ, რომ ეკონომიკური მიმართულებით შეფასება საერთოდ არ გაუკეთებია ევროკავშირს, რაც კიდევ ერთხელ ნიშნავდა იმას, რომ ევროკავშირი არ არის მზად იმისთვის, რომ დაინახოს პროგრესი, რა მიმართულებითაც ქვეყანა ვითარდება“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
SAY.GE · სჭირდებოდათ (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე
