სამშაბათი, 3 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

პრემიერი 4 ოქტომბრის საქმეზე - მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს ძალიან მძიმე დანაშაული, გამოვედით ჰუმანური წინადადებით - მოხარული ვართ, რომ არაერთი ადამიანი სარგებლობს ამ წინადადებით

მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს ძალიან მძიმე დანაშაული, მათ სცადეს კონსტიტუციური წყობილების

პრემიერი 4 ოქტომბრის საქმეზე - მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს ძალიან მძიმე დანაშაული, გამოვედით ჰუმანური წინადადებით - მოხარული ვართ, რომ არაერთი ადამიანი სარგებლობს ამ წინადადებით
ფოტო: ინტერპრესნიუსი

03.11.2026 / 21:26

მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს ძალიან მძიმე დანაშაული, მათ სცადეს კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ჩვენ გამოვედით ჰუმანური წინადადებით და ყველას, ვინც აღიარებდა, მოინანიებდა დანაშაულს, შევთავაზეთ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც 4 ოქტომბრის საქმეს ეხებოდა.

მისი თქმით, ვინც“ სხვანაირად უყურებს წარსულში ჩადენილ დანაშაულს“, მას უნდა ეპატიოს.

„პირველ რიგში, ჩვენ გვაქვს ჩვენი ჰუმანური დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს ძალიან მძიმე დანაშაული, მათ სცადეს კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ჩვენ გამოვედით ჰუმანური წინადადებით და ყველას, ვინც აღიარებდა, მოინანიებდა დანაშაულს, შევთავაზეთ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვება. მოხარული ვართ, რომ შესაბამისი ნაბიჯი გადადგა არაერთმა ადამიანმა. მიუხედავად იმისა, რომ მათ მძიმე დანაშაული ჩაიდინეს, ჩვენ გამოვედით ჰუმანური აქტით და შევთავაზეთ ასეთი რამ შესაბამის სამართალდამრღვევებს. კიდევ ერთხელ, მოხარული ვართ, რომ არაერთი ადამიანი სარგებლობს ამ წინადადებით. ისინი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან და ეს ყველამ მხედველობაში უნდა მივიღოთ. შესაბამისად, ვინც სხვანაირად უყურებს მის მიერ წარსულში ჩადენილ დანაშაულს, მას უნდა ეპატიოს ეს დანაშაული", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 03.11.2026, 21:26. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1

პრემიერი 4 ოქტომბრის საქმეზე: მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს ძალიან მძიმე დანაშაული, სცადეს კონსტიტუციური წყობილების დამხობა, გამოვედით ჰუმანური წინადადებით და ყველას, ვინც აღიარებდა, მოინანიებდა დანაშაულს, შევთავაზეთ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვება, მოხარული ვართ, რომ არაერთი ადამიანი სარგებლობს ამ წინადადებითინფო 9 · 21:00 ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით →

ასევე წაიკითხეთ