ირაკლი კობახიძე - ელოდებოდნენ კონსტიტუციური წყობილების დამხობას და 4 ოქტომბრის ჩავარდნის შემდეგ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს
ჩვენ მათი აღიარებითი ჩვენებებიც მოვისმინეთ, ორი მათი ლიდერის განცხადება მოვისმინეთ, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ 4 ოქტომბრის ჩავარდნის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილებ
ჩვენ მათი აღიარებითი ჩვენებებიც მოვისმინეთ, ორი მათი ლიდერის განცხადება მოვისმინეთ, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ 4 ოქტომბრის ჩავარდნის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლის თაობაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახარიას პარტიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.მისი თქმით, 4 ოქტომბრის მონაწილეები ელოდებოდნენ კონსტიტუციური წყობილების დამხობას."ჩვენ მათი აღიარებითი ჩვენებებიც მოვისმინეთ, ორი მათი ლიდერის განცხადება მოვისმინეთ, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ 4 ოქტომბრის ჩავარდნის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლის თაობაზე. ეს ძალიან მარტივად ნიშნავს იმას, რომ ელოდებოდნენ კონსტიტუციური წყობილების დამხობას და იმის გამო, რომ არ შედგა კონსტიტუციური წყობილების დამხობა, მიიღეს პრაგმატული გადაწყვეტილება. მანამდე ისინიც იყვნენ, რა თქმა უნდა, მათი სახელმწიფოებრივი მიზნის, დაგეგმვის შემადგენელი ნაწილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
SAY.GE · ელოდებოდნენ (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე
ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1
ირაკლი კობახიძე: 4 ოქტომბრის მონაწილეები ელოდებოდნენ კონსტიტუციური წყობილების დამხობას და 4 ოქტომბრის ჩავარდნის შემდეგ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღესინფო 9 · 21:03
ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით → 

